რუსეთში, ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას პორტში კომპანია „Novatek“-ის ტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი, ალექსანდრ დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.
„უსტ-ლუგას პორტში, კომპანია „Novatek“-ის ტერმინალში გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა“, - წერს ის.
მისი ინფორმაციით, განხორციელდა ტერმინალის თანამშრომლების ევაკუაცია.
რუსული მედიის ცნობით, კინგისეპის რაიონში „მაღალი მზადყოფნის რეჟიმი“ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.