logo_geo
eng_logo
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
- +

12 მარტი. 2016. 10:15



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს.



სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 23 აბი „მეტადონი", ბუპრენორფინის შემცველი 8 აბი და 0,92 გრ ოპიუმი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ოტია ჩ-ს მარიხუანის, მეტადონის, მეტამფეტამინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.



გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა"ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner