“ქართული” ენჯეოების ლოგიკა: თავს დავესხმებით ეკლესიას, პატრიარქს, სახელმწიფოს, ტრადიციებს, ქართულ იდენტობას და როგორც კი ვინმე ამაში გვამხელს, ჩვენ ვხდებით ძალადობის სამიზნეები, თქვე მოძალადე ნაძირლებო თქვენ, ეს როგორ შეიძლებაო“, - ასე ეხმიანება „ფეისბუქ“ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძის სტატუსს, სადაც კაკაბაძე ხელისუფლებას ნაძირლებს უწოდებს და მიიჩნევს, „რუსული კანონი გახადეს ე.წ. დაუწერელი კანონი, რომელიც ახლა ხალხის ხელით იმოქმედებს“.
ნინია კაკაბაძის ადრესატი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილია, რომლის განცხადებით, „ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით თვალში საცემია, რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნის პარალელურად, პარტიული და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების, ისევე როგორც, „ნაცმოძრაობის“ და ლელოს კუთვნილი მედიის მხრიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა. იქმნება აღქმა, რომ ეს შეტევა, რომელიც დღემდე გრძელდება, წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებულია“.