logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ, ამ ყველაფერს კი ხან ტოლერანტობით, ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ
- +

20 იანვარი. 2024. 20:35

 

 

არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშნავს ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ - ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შალვა პაპუაშვილის განცხადებისადმი კრიტიკას.

 

ექსპერტის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მათ ქმედებებს ხან ტოლერანტობით და ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ.

 

„არ მოსწონთ შალვა პაპუაშვილის განცხადება, სამაგიეროდ მოსწონთ რომ ვიღაც ვიგინდარები პატრიარქს ჯაშუშს უწოდებენ და 7 იანვარს შობის აღნიშვნას ეწინააღმდეგებიან, ხატებსა თუ წმინდანებს შეურაცხყოფენ - ერთი ეს დარჩათ ეკლესიებს დასანგრევად მიადგნენ. ამ ყველაფერს კი ხან ტოლერანტობით, ხანაც პროდასავლეთელობით ნიღბავენ. გასაგებია, რომ არც კაცის ეშინიათ და არც ღმერთის, თუმცა მოკითხვაც და განკითხვაც აუცილებლად მოუწევთ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner