ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ცენტრის დირექტორის, ეკა ჭითინავას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს მანიპულაციური და სიძულვილის ენის შემცვლელი უწოდა.
“ტიპიური გაღმა-გამოღმიდან დაფინანსებული ტროცკისტ-ნიკიტისტები!
კოლექტიური ნატა ფერაძეები, რომლებიც USAID -ის ფულებისათვის ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში, რასაც დაავალებენ და უბრძანებენ იმას ჩაიდენენ!
ამათთვის არ არსებობს არავითარი ზნეობრივი, არავითარი ადამიანური, არავითარი ქართული!
ამათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ტროცკისტულ-ნიკიტისტური იდეები!
რაც ნიშავს:
ცილი დასწამე მოყვასსა შენსა!
იმრუშე!
იქურდე!
მიწასთან გაასწორე მამები და დედები. საერთოდ წინაპრები!
წაბილწე ირგვლივ ყველაფერი-ოჯახი, ტაძარი, საკულტო ნივთები, წმიდა ადგილები, კულტურული ძეგლები!
გყავდეს მრავალი კერპები-სოროსები, კრამონები, კუბილიუსები....!
და
რაც მთავარია დაუნდობლად ებრძოლე საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიას!
ჰოდა "წარმატებითაც" ასრულებენ მიღებულ დაკვეთებს ეს ჯოჯოხეთის 1000000%-იანი კანდიდატები!” - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.