logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: აგრესია, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოიხატება, არის არა მარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული
- +

21 იანვარი. 2024. 17:31

 

 

რადიკალების მიერ ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.

 

„აგრესია, რომელიც კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ჯგუფის მიერ გამოიხატება, არის არა მარტო ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული, რათა დესტაბილიზაციის სტრატეგია განვითარების შესაძლებლობა მისცეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

რადიკალები შეურაცხყოფენ ეკლესიას, პატრიარქსა და რელიგიურ გრძნობებს. ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში აქტიურადაა ჩართული „ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი. ეკლესიას თავს ესხმის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი, რომელიც პატრიარქსა და საპატრიარქოს სტალინისტებად მოიხსენიებს.

 

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner