logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: დღეს ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გვენდობა
- +

21 იანვარი. 2024. 20:40

 

 

ჩვენ ღიად ვსაუბრობთ ბევრ საკითხზე, გამოწვევებზე, სირთულეებსა და თუნდაც ზეწოლებზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

„ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ყველას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ ჩვენს თავს, საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ჩვენვე უნდა მივხედოთ. დღეს ხელისუფლებაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გვენდობა და მოგვცა იმის უფლებამოსილება, რომ სწორი, პროქართული პოლიტიკა გავატაროთ, რომელიც სჭირდება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ხვალინდელ დღეს და ხვალინდელ საქართველოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner