logo_geo
eng_logo
მსოფლიო ბანკი: ღაზაში საცხოვრებელი კორპუსების 45% გამოუსადეგარი გახდა
- +

21 იანვარი. 2024. 23:02

 

 

ღაზას სექტორში საცხოვრებელი კორპუსების დაახლოებით 45% განადგურდა და საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს.

 

მედიის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ღაზას სექტორში საცხოვრებელი შენობების 60 პროცენტი ომის დროს მნიშვნელოვნად დაზიანდა. ასევე ნათქვამია, რომ 290,000-მდე შენობამ მნიშვნელოვანი ზიანი მიიღო, ხოლო70,000 მთლიანად განადგურდა.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემები ყოველ ორ კვირაში ქვეყნდება მას შემდეგ რაც ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყო. ანგარიში ომის ზარალისა და გავლენის შედეგებს ითვლის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner