თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სანადირო თოფიდან გასროლით სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის ქეიფის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
არსებული ცნობით, ჩხუბის დროს, სუფრაზე მყოფმა ერთმა პირმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი თანასოფლელი დაჭრა. სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.