logo_geo
eng_logo
ბელგიაში პალესტინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
- +

22 იანვარი. 2024. 01:09

 

 

ბელგიის ქალაქ ბრიუსელში, ათასობით ადამიანი პალესტინის მხარდასაჭერად გარეთ გამოვიდა და ისრაელისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მედია ავრცელებს.

 

აქცია ბრიუსელის ჩრდილოეთით, რკინიგზის სადგურის წინ ჟან რეის მოედანზე გაიმართა. აქტივისტები გამოვიდნენ სიტყვებით:„სამართლიანობა პალესტინას, ახლა", „გადაარჩინე ბავშვები ღაზაში", „ცეცხლის შეწყვეტა, ახლავე!", „პალესტინელების უფლებები ადამიანის უფლებებია".

 

მედიის ინფორმაციით, აქტივისტებმა საერთაშორისო სასამართლოში ისრაელის გენოციდის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანეს.

 

აქციის მონაწილეებს შორის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტი პოლ მაგნეტიც იყო.ბელგიის ოფიციალური პირები ასევე ისრაელის ძალადობას ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრიტიკებენ. განვითარების თანამშრომლობის მინისტრმა, კაროლინ გენესმა განაცხადა, რომ ბელგია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას.„თუ მსოფლიო სასამართლო მოუწოდებს ისრაელს შეწყვიტოს სამხედრო კამპანია ღაზაში,ჩვენი ქვეყანა მას სრულად დაუჭერს მხარს“- განაცხადა გენესმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner