logo_geo
eng_logo
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყობა
- +

22 იანვარი. 2024. 12:06

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერს მოაწყობს. ადგილობრივ მოსახლეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე შეხვდა და სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდება.

 

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება ბალახი და დაირგვება 372 ხე-მცენარე (102 ხე და 270 ბუჩქი).  ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner