logo_geo
eng_logo
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ნიდერლანდების ბიუჯეტური ავიაკომპანია „Transavia“ იწყებს
- +

22 იანვარი. 2024. 12:38

 

 

ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში - საქართველოს ბაზარზე ოპერირებას ნიდერლანდების სამეფოს ბიუჯეტური ავიაკომპანია „Transavia“ იწყებს.

 

2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით იფრენს.

 

ავიარეისები 20 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

 

„Transavia“ ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. „AIR FRANCE KLM“ ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია, ნიდერლანდებიდან 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

 

„Transavia“-ს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner