logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ყველაფერი, რაც არის ქართული, ქვეყნისთვის სასარგებლო და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, ოპოზიციისთვის არის წაგებიანი
- +

22 იანვარი. 2024. 18:01

 

 

„ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ყველა დიდ ქვეყანას“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობები წარმოშობს პოლიტიკური სტაბილურობის უდიდეს შესაძლებლობას საქართველოსთვის.

 

„მთელი მსოფლიოსთვის ჩინეთთან ურთიერთობის ძალიან დიდი პერსპექტივაა. მთელი მსოფლიო ცდილობს, როგორმე მოძებნონ ალტერნატიული, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომ დააკავშირონ ორი კონტინენტი - ევროპა და აზია ერთმანეთს. ამ კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური ხაზი სწორედ საქართველოზე გადის და ამ შესაძლებლობასაც ისინი ნეგატივში წარმოაჩენენ. ჩინეთთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ყველა დიდ ქვეყანას. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. თქვენ ნახეთ ორი ლიდერის, სი ძინპინის და ბაიდენის შეხვედრა. ისინი ცდილობენ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაამყარონ.

 

კანადა, ბრიტანეთი, ევროპის უდიდესი ნაწილი ჩინეთთან საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებშია. ეს ურთიერთობები შემდგომ წარმოშობს პოლიტიკური სტაბილურობის უდიდეს შესაძლებლობას, მით უმეტეს საქართველოსთვის და როგორ შეიძლება ამის ხელიდან გაშვება. ოპოზიციისთვის, ყველაფერი ის რაც არის ქართული, ქვეყნისთვის სასარგებლო და საზოგადოების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი, ეს მათთვის არის წაგებიანი და ამას ყველაფერს ისინი არქმევენ რუსულს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner