logo_geo
eng_logo
უკრაინის საგარეო უწყება სლოვაკეთის პრემიერს: უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია
- +

22 იანვარი. 2024. 20:00

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს უპასუხეს, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად კიევს საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევს.

 

 

"ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

 

 

უკრაინა საგარეო უწყების სპიკერმა დასძინა, რომ უკრაინა და პარტნიორები ძალისხმევას არ იშურებენ რუსების ყირიმიდან, დონბასიდან და ლუგანსკიდან გასაყვანად, რათა ისინი არ წავიდნენ უფრო შორს.

 

 

მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად კიევს საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევს.

 

 

„რაღაც კომპრომისი უნდა არსებობდეს. რას ელოდებოდნენ, რომ რუსეთი დატოვებს ყირიმს, დონბასსა და ლუგანსკს? ეს არარეალისტურია“, - განაცხადა ფიცომ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner