ევროკავშირის კოლეგებთან შეხვედრის წინ, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ბრიუსელში იმყოფება, რათა განიხილოს ორი საკითხი - „ჩვენი მძევლების დაბრუნება“ და ისრაელის მიმართ მხარდაჭერის მოპოვება „ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის გასანადგურებლად“.
ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა მძევლებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს გადაუდებელია. ძალიან მნიშვნელოვანია ამის სწრაფად გაკეთება და მათი დაბრუნება“.