უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ უკრაინის 50 მილიარდი ევროს ოდენობით გრძელვადიანი დაფინანსების პროგრამის დამტკიცების მნიშვნელობას.
"ეს დაფინანსება მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და უკრაინის ეკონომიკისთვის რუსული აგრესიის ფონზე. მისი დამტკიცება იქნება საუკეთესო ინვესტიცია ევროპის უსაფრთხოებაში", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.