logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს კლინიკასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებისა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
- +

22 იანვარი. 2024. 20:52

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ილია ღუდუშაურმა სამედიცინო პერსონალს საავადმყოფოსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმებისა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი, მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი.

 

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

 


შეთავაზებების პაკეტის მიხედვით:
• ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მხოლოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 12 თვის ხელფასით იქნება უზრუნველყოფილი.
• თუ კლინიკის თანამშრომელი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს კომპენსაციის სახით, 4 თვის ხელფასს მიიღებს.
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც 12 თვიან კომპენსაციაზე უარს განაცხადებს, ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა სამედიცინო კლინიკაში, იგივე პოზიციაზე დასაქმებასა და 4 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციას შესთავაზებს.
• სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ მუშაობს სხვა დაწესებულებაში და სამინისტრო, ალტერნატიულ სამსახურს ვერ შესთავაზებს, უწყება, 3 წლის განმავლობაში, დასაქმებამდე, ყოველთვიურ სახელფასო ანაზღაურებას გადაუხდის.

 

 

აღნიშნულ საკომპენსაციო პაკეტს, ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელს შესთავაზებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner