„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, იმ დროს, როდესაც საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება.
მისი თქმით, ევროკავშირი არის ჩინეთის უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი ტოპ-პარტნიორი სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობებში.
„იმ დროს, როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან, ახლა მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება. მთლიანობაში, ევროკავშირი არის ჩინეთის უმნიშვნელოვანესი, ერთ-ერთი ტოპ-პარტნიორი სავაჭრო, ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენ ვნახავთ ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, პოლონეთს, რომლებსაც განსაკუთრებით ინტენსიური ურთიერთობა აქვთ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.