"ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით," - ამის შესახებ ეკონომისტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ სფეროზე შეიძლება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა გავრცელდეს.
„ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული ქვეყანაა ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, რადგან აქ იმალება არა მხოლოდ არსებული შესაძლებლობები, არამედ - პერსპექტივები. ნებისმიერ სფეროზე შეიძლება ეს გავრცელდეს, იქნება ტურიზმი, ინვესტიციები, გზავნილები, ვაჭრობა, თუ ა.შ“, - აღნიშნა ჭარაიამ.