ჩრდილოეთში ომი ისრაელისთვის რთული იქნება, მაგრამ „ჰეზბოლასა“ და ლიბანისთვის ის დამანგრეველი იქნება, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ფრანგ კოლეგასთან, სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრის დროს.
"ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს [ჩრდილოეთიდან ევაკუირებული] თემების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების სიტუაციის ცვლილების შემდეგ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
იოავ გალანტმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის მნიშვნელოვან როლს ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში.