logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ჩრდილოეთში ომი ისრაელისთვის რთული იქნება, მაგრამ „ჰეზბოლასა“ და ლიბანისთვის ის დამანგრეველი იქნება
- +

22 იანვარი. 2024. 23:36

ჩრდილოეთში ომი ისრაელისთვის რთული იქნება, მაგრამ „ჰეზბოლასა“ და ლიბანისთვის ის დამანგრეველი იქნება, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ფრანგ კოლეგასთან, სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრის დროს.

 

 

"ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს [ჩრდილოეთიდან ევაკუირებული] თემების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების სიტუაციის ცვლილების შემდეგ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

იოავ გალანტმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის მნიშვნელოვან როლს ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner