საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტს ჯერ არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, ვინ შეცვლის ირინე იმერლიშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.
მისი თქმით, არც ერთი კანდიდატურა ყოფილა განხილული აღნიშნულ თანამდებობაზე.
მიშველაძის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დანიშვნა არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება.
შეგახსენებთ, რომ ირინე იმერლიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ, უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ვაკანტურია.