logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების გამოყენება სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ემსახურება მხოლოდ მსჯავრდადებულის უსაფრთხოებას
- +

23 იანვარი. 2024. 10:13

 

 

ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებების ოფიციალური გამოყენება, რომლის შესახებ ინფორმირებულია მსჯავრდადებული, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და აქ არ არსებობს არცერთი პრობლემა. ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლის ყველა ნორმასთან შესაბამისობაში არსებული ღონისძიება. ის ემსახურება მსჯავრდადებულის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ არ წყდებოდა საუბარი მსჯავრდადებულ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ, სახელმწიფომ მისი უსაფრთხოებისათვის დამატებითი ღონისძიებები გაატარა.

 

„ჩნდება ძალიან ლოგიკური კითხვა – რაიმე რომ დაემართოს, მაგალითად, წაიქცეს და ა.შ. მაშინ ვის დაჰბრალდება ეს ყველაფერი – მას დაჰბრალდება თვითონ, თუ სახელმწიფოს? რა თქმა უნდა, ადამიანთა ჯგუფისგან, რომელიც ფულს იხდის, რომ საქართველო დასანქცირდეს და ამის მტკიცებულებებიც არსებობს, ეს ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციაა – ყველაფერი დაბრალდება სახელმწიფოს. ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ სახელმწიფოს ვინმემ დასწამოს ცილი და, ასევე, შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოსახლეობა. იმიტომ, რომ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, მათ შორის, იმ მილიონდოლარიანი კამპანიის შესახებ, რომელსაც როგორც უშუალოდ მსჯავრდადებული სააკაშვილი, ისე მისი მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი აწარმოებდა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ეს ვიდეოკამერაც ემსახურება ერთადერთ მიზანს – მისივე უსაფრთხოების დაცვას.

 

რატი ბრეგაძემ ე.წ. წინდების სკანდალიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობის დახმარებით შეიტყო საზოგადოებამ, თუ როგორ ცდილობდნენ სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილი ექიმები წინდების საშუალებით მისგან აღებული ნიმუშების გატანას.

 

„ეს ყველაფერი ჩვენ ვაჩვენეთ საზოგადოებას – რატომ? იმიტომ, რომ, პირველ რიგში, დაცული იყოს ისევ და ისევ მსჯავრდადებულ სააკაშვილის უსაფრთხოება, და საზოგადოება სრულად იყოს საქმის კურსში, რომ საქართველოში არავის აწამებენ, პირიქით, იცავენ პატიმრის უფლებებს“, – განაცხადა მან.

 

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარეს არასოდეს ჰქონია პრობლემა ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებთან დაკავშირებით. მისმა უფლებადამცველებმა კი, არაერთხელ გამოითხოვეს ჩანაწერები.

 

„მათ აქვთ სრული ჩანაწერი მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნისა“, – დასძინა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner