logo_geo
eng_logo
იუსტიციის მინისტრი: CPT-ის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს. სტრასბურგის სასამართლომ კი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კლინიკიდან გაყვანაზე უარი უთხრა 12 მაისს
- +

23 იანვარი. 2024. 10:19

 

 

CPT-ის დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა 25-27 მარტს. სტრასბურგის სასამართლომ კი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს მხარეების მიერ წარდგენილი ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე უარი უთხრა 12 მაისს კლინიკიდან გაყვანაზე. ეს არის მოკლე პასუხი, რომელიც პასუხობს ყველა კითხვას – თითქოსდა არაადამიანურ მოპყრობაზე, დამთრგუნველ გარემოზე და ა.შ. მინდა, ყველამ კარგად დაიმახსოვროს ეს რიცხვები, 25-27 მარტს იყო CPT-ის ვიზიტი, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ 12 მაისს უარი უთხრა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გაყვანაზე, შესაბამისად, ქართული კლინიკის დატოვებაზე. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მიღებული იყო მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და მტკიცებულების საფუძველზე. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხობს ყველა კითხვას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

რატი ბრეგაძის თქმით, კომიტეტმა დადებითად შეაფასა მსჯავრდებულ სააკაშვილის პალატის აღჭურვა ინვენტარითა და ავეჯით.

 

„ისიც კი აღინიშნა, რომ სხვა მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ ჰქონდათ, რაც, ასევე, შემდგომში სასწრაფოდ იქნა გამოსწორებული ჩვენ მიერ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner