logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი ჯერემი როზნერით კმაყოფილიც არ არის. ის შედეგი, რაც უნდა მიეღოთ, ვერც ლობისტებით ვერ მიაღწიეს და ვერც „ლელოს“ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ
- +

23 იანვარი. 2024. 11:37

 

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი როზნერით კმაყოფილიც არ არის. ის შედეგი, რაც უნდა მიეღოთ, ვერც ლობისტებით ვერ მიაღწიეს, საზღვარგარეთ მილიონები ხარჯეს და ვერც ამ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანას უსწრებს. ვოლსკიმ ისაუბრა თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების აუცილებლობის პროცედურაზეც.

 

„ჩვეულებრივი ამბავია, რომ შეირჩევა გარკვეული ადამიანების, ჯგუფი, ვინც ჩააბარა დეკლარაცია და მათგან კიდევ ხდება გადამოწმება ადამიანების, რომლებიც საზოგადოებაში თავიანთი პოლიტიკური საქმიანობით არიან ცნობილი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოებამ იცის. შესაძლოა, როზნერმა არ იცოდა. შესაძლოა, ადამიანი, ვინც თანხას იხდის ამაში, იმანაც არ იცოდა.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი როზნერით კმაყოფილიც არ არის. ის შედეგი, რაც უნდა მიეღოთ, ვერც ლობისტებით ვერ მიაღწიეს, საზღვარგარეთ მილიონები ხარჯეს და ვერც ამ შემთხვევაში ვერ მიაღწევენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ პიარ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო. „ლელოს“ წევრებმა როზნერთან თანამშრომლობის შესახებ „ქრონიკას“ დაუდასტურეს. ისინი აცხადებენ, რომ როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner