logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი: ჯერემი როზნერი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს განსაკუთრებით ძვირფასად დაეხმარა,
- +

23 იანვარი. 2024. 11:40

 

 

“ჯერემი როზნერი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს განსაკუთრებით ძვირფასად დაეხმარა”, - ამის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„ამერიკელი პიარ კონსულტანტი, ჯერემი როზნერი მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებოდა და ძვირფასად დაეხმარა, განსაკუთრებით 2012 წელს. არ ვიცი ახლა ვის ეხმარება ეს ადამიანი ან რას ურჩევს, ეტყობა ხაზარაძეს ურჩევს „ფორდით“ იარე რაც შეიძლება ხშირადო და ბევრ ხმას მოიპოვებო, ამას ურჩევს სავარაუდოდ, კიდევ ერთი რჩევაა დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც ამ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოუტანა, მუდმიავად რუსეთუმე ეძახო“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

„ლელოს“ წევრები პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან თანამშრომლობას „ქრონიკას“ უდასტურებენ და იმასაც ამბობენ, რომ როზნერი საარჩევნოდ მათთან კონსულტაციებს გამართავს.

 

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner