logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: როზნერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებოდა 2012 წლის არჩევნებზე და როგორც დასრულდა, კარგად ახსოვს საზოგადოებას
- +

23 იანვარი. 2024. 11:42

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ლობისტ როზნერის დავალებით მოხვდა, რომ თითქოს 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების გადაწყვეტილება არა ყოველწლიური შემოწმება, არამედ ახალი სკანდალია, კიდევ ერთი უსუსური მცდელობაა ქვეყანაში კარგი ამბები გადაიფაროს.

 

„ინფორმაცია, რომელიც კარგზე და სიკეთეზე მეტყველებს, უნდა გადაიფაროს მათი [ოპოზიციის] წარმოდგენით, სკანდალით. ჩნდებიან ლობისტები, ვინმე როზნერი, რომელიც პირველად არ გამოდის ავანსცენაზე. საქართველოში 2012-წლამდე ის ეხმარებოდა „ნაცმოძრაობას“ თავისი რჩევებით. გაამარჯვებინა კიდეც მისი წარმოდგენით და კვლევებით და კარგად ახსოვს საზოგადოებას როგორ დასრულდა ეს არჩევნები 2012 წელს. შესაბამისად, ეს მოცემულობა არის უსუსური მცდელობა, ქვეყნის პროგრესი გადაიფაროს თითიდან გამოწოვილი ინფორმაციებით“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

„ქრონიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner