logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: „ქართული ოცნების“ რეიტინგი, ყველა კვლევის მიხედვით, მაღალია
- +

13 სექტემბერი. 2016. 14:51



„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე წინასაარჩევნო გარემოზე, კონკურენტებზე და საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

ხუციშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" სხვა პარტიებთან შედარებით დიდი უპირატესობა გააჩნია.


„არასწორია, რომ კონკურენტი სწორად არ შეაფასო, მაგრამ გარკვეული უპირატესობები მაქვს. გამარჯვების იმედი მაქვს. ჩემი უპირატესობა არის პირველი ის, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი, ყველა კვლევის მიხედვით, მაღალია. მეორე, გუნდს  ჰყავს ძლიერი ლიდერი - გიორგი კვირიკაშვილი. მესამე, „ქართული ოცნება" 70%-ით არის განახლებული. რეალურად სხვა პოლიტიკურმა ძალებმა განახლება ვერ მოახერხეს. მეოთხე, ჩვენი გამგეობის მიერ ჩატარებული საქმიანობა. ადგილზე გასვლის დროს მოსახლეობა თვითონ მაჩვენებს, რა გაუკეთდათ და მსაყვედურობენ, პიარი რატომ არ გაქვთ ისეთი, როგორიც გქონდათ ადრეო. ჩვენ ვუხსნით, რომ ჩვენგან ტელევიზიებში მითითება არ მიდის, მაინცდამაინც ყველა გზა, სკვერი და ა.შ გაშუქდეს.

ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ამომრჩეველს უყვარს სიახლე და დიდი ნაწილი „ქართული ოცნების" ვართ ახალი სახეები. ასევე, ყველაზე მთავარი, რაც არის - ჩემს მიმართ ნდობას ვგრძნობ",- განაცხადა ხუციშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner