logo_geo
eng_logo
თამარ ბოდოკია შესაძლოა, მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნოს
- +

12 მარტი. 2016. 10:22

 

 

მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამარ ბოდოკია შესაძლოა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნოს.


ბოდოკიამ, „კვირასთან" საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოთავაზება მერიისგან უკვე მიიღო, თუმცა გადაწყვეტილება მას ჯერ არ მიუღია.


„ეს ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა. შემოთავაზება ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია", - განაცხადა ბოდოკიამ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner