ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას გოგა ხაინდრავას ფილმზე ისაუბრა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ხაინდრავას ფილმის პერსონაჟთა პროტოტიპები დასჯილები არიან, მაგრამ მთავარი ნაციონალები სააკშვილი და ბოკერია კვლავ დაუსჯელები არიან, რაშიც ყანდიაშვილს „ქართული ოცნების" არ ესმის.
„გოგა ხაინდრავას ფილმის პერსონაჟთა პროტოტიპები დასჯილები არიან! ჩემი სიტყვების დასადასტურებლად შეგიძლიათ მიმართოთ პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს - ნახავთ, რამდენი ადამიანი იხდის დანაშაულისთვის სასჯელს. შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოსა და ციხეების, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი ჩართული იყო სისტემურ დანაშაულში. შეუძლებელია, ყველა დაითხოვო და დაიჭირო, თუმცა, რა თქმა უნდა, ბობოლა დამნაშავე ნაციონალებს პასუხი უნდა ეგოთ, ამაში „ქართული ოცნება" სცოდავს!
არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილი არ დაგვეჭირა და გაგვესამართლებინა?! ციხეში არ ისხდნენ ბოკერია და თარგამაძე?! ამ ნაწილში „ქართული ოცნების" არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ", - აღნიშნა ყანდიაშვილმა.