logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: როზნერი „ლელოში“ ე.წ. მესამე ძალის გასაძლიერებლად გამოგზავნეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მთელი ოპოზიციის ხმები ერთ „ნაცმოძრაობის“ ყულაბაში ყრია და ვერაფერს მიამატებენ
- +

23 იანვარი. 2024. 13:42

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე „ნაცმოძრაობის“ პიარკონსულტანტის, ჯერემი როზნერის „ლელოსთან“ თანამშრომლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ ერთი იდეოლოგია, ერთნაირი შეხედულებები, ერთი მიზანი და ახლა უკვე საერთო პიარ-კონსულტანტი ჰყავთ დამკვეთებისგან.

 

„ოპოზიციის ლობისტები უცხოეთში ბოლომდე სისხლს იდენენ, რომ როგორმე შედეგს მიაღწიონ. ამჯერად, საქართველოში ერთხელ უკვე წარუმატებელი პიარ-კონსულტანტი როზნერი გამოუგზავნეს ე.წ. მესამე ძალას, „ლელოს“, მაგრამ, ამჯერადაც - ამაოდ. „ნაცმოძრაობის“, რესპუბლიკელებისა და სხვა წარუმატებელი პარტიებისგან გასული წევრებით შექმნილი „ლელო“ ვერ შეძლებს იმ მისიის შესრულებას, რასაც მას აკისრებენ.

 

როგორც ჩანს, „ლელომ“ არ იცის, რას ნიშნავს რეალურად მესამე ძალა და როდის ჰყავთ მათ ამომრჩეველი? „მესამე ძალას“ თავად კი არ ირქმევენ პარტიები, ამას ხალხი არქმევს მათ. მესამე ძალის ფორმირება ხალხისგან გამოწვეული დიდი ნდობისა და მოთხოვნის საფუძველზე ხდება. თუ ვინმე გვეტყვის დასაბუთებით, თუ რა განსხვავებაა „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის, ალბათ ჯილდოს დაიმსახურებს. ერთი იდეოლოგია, ერთნაირი შეხედულებები, ერთი მიზანი და ახლა უკვე საერთო პიარ-კონსულტანტი დამკვეთებისგან. ეს არის მათი „განსხვავება“.

 

2012 წელს როზნერი იმდენად კვლევებში კი არ შეცდა, რამდენადაც მას ქართველმა ხალხმა მოატყუა - არჩევნებამდე არ გაუმხილა სიმართლე. დღეს როზნერს უკვე თავად მიმღები პარტია ატყუებს, არ უმხელს სიმართლეს, რომ მათ საკმარისი ამომრჩეველი არ ჰყავთ. მესამე ძალას კი წონადი და პრინციპული ამომრჩეველი სჭირდება, რათა შეძლოს მასზე დაკისრებული პოლიტიკური კრიზისის შექმნა არჩევნების შემდეგ. ქართულ რეალობაში ეს კი წინასწარ წაგებული თამაშია, რადგან გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ არ არსებობს შემთხვევა, რისი გათვლაც წინასწარ არ შეეძლოს ბიძინა ივანიშვილს. როგორც ჩანს, არა მარტო ქართული ოპოზიცია, არამედ მათი ლობისტებიც უცხოეთში ჭკუას ვერც სხვის და ვერც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ.

 

როზნერი „ლელოში“ ე.წ. მესამე ძალის გასაძლიერებლად გამოგზავნეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მთელი ოპოზიციის ხმები ერთ, „ნაცმოძრაობის“ ყულაბაში ყრია და ვერაფერს მიამატებენ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner