logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია
- +

23 იანვარი. 2024. 14:19

 

 

ირაკლი ქადაგიშვილი კონსულტანტ ჯერემი როზნერთან „ლელოსთან“ თანამშრომლობას გამოეხმაურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის ეს იმის დასტურია, რომ „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ფლანგია.

 

„კარგია, თუ ვინმე კონსულტანტი ეყოლება „ლელოს“, იმიტომ რომ მათი ბოლო კლიპი, რომელიც ავტომობილთა იყო დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია საქართველოში არჩევნებზე ასეთი კლიპი კარგია თუ არა, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებსა და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, ლა მანშზე არა, მაგრამ ლე-მანზე „ფორდ მუსტანგი“ იღებდა მონაწილეობას თუ „ჯი ტი 40 შელბი“. პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია“, - მიიჩნევს ქადაგიშვილი.

 

ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner