logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: მოიკრიბონ „ლელოში“ გამბედაობა და უთხრან ქართველ ხალხს, რომ დიახ, ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი
- +

23 იანვარი. 2024. 14:21

 

 

მოიკრიბონ „ლელოში“ გამბედაობა და უთხრან ქართველ ხალხს, რომ დიახ, ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, უბრალოდ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ჩვენ ვასრულებთ სხვა პაიკის როლს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ის, ვინც გუშინ და გუშინწინ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა მითითებებს და ასე ვთქვათ, პიარულ სვლებსა თუ სხვადასხვა სახის აქტივობას უგეგმავდა, დღეს ჩანაცვლებულია „ლელოში.

 

„ლელო“ რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის წილნაყარი და ეს რომ ერთი ფესვის სხვა განშტოებაა, ამაზე საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელიც კია. ვისურვებდი, რომ მათ უბრალოდ სიმართლე უთხრან ხალხს. აქ არც როზნერი გჭირდება, არც არავინ გჭირდება. მოიკრიბონ „ლელოში“ გამბედაობა და უთხრან ქართველ ხალხს, დიახ ჩვენ ვართ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, უბრალოდ, ამ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ჩვენ ვასრულებთ სხვა პაიკის როლს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

 

ჯერემი როზნერი უკვე თბილისშია და „ლელოსთან“ კონსულტაციებს გამართვას. ცნობილია, რომ როზნერი დამკვეთებს პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარება. ამერიკელი პიარ კონსულტანტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წლებია თანამშრომლობს. სწორედ „როზნერ რისერჩის“ კვლევას იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს და ყოფილ ხელისუფლებას არჩევნების მოგებაში არწმუნებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner