logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობა“, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს
- +

23 იანვარი. 2024. 14:29

 

 

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „გასარკვევია, რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს. ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი ტიტული დაიმსახურა“.

 

ექსპერტის თქმით, აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი.

 

„ხომ არ გეცნობათ "ცივილიზებული სამყაროს ლიდერის" სტატუსი 2008 წელს სააკაშვილისთვის და 2022 წელს ზელენსკისთვის?  დიახ, ეს იყო დავალება გარედან და მისი უპირობო შესრულების "ჯილდო." აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი, ეს დროც მოვიდა. რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და ნაცმოძრაობა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ, შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს“, - წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner