„ჩვენი უცხოეთი „ჭკვიანი“ აგენტურა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, რატომღაც ამბობს, რომ თურმე ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს დალაგებული“, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აწყობს ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება არ აწყობს.
„მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ საქართველოში არ იყოს მოწესრიგებული ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, რომლებთანაც ურთიერთობა ქვეყანაში ეკონომიკას გაზრდის და მეორე მხრივ, იმ შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულება პოლიტიკურ გარანტიებსაც და სტაბილურობასაც გვიქმნის და პოლიტიკური სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, სამწუხაროდ, არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას“, - ამბობს მაჭარაშვილი.
დავით უსუფაშვილმა თინა ხიდაშელის ტაივანურ ორგანიზაციასთან კავშირი დაადასტურა.