logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არჩეული, მეთოდურად მივყვებით ამ პოლიტიკას და ამ ღირებულებებით საქართველოს უახლოეს მომავალში გავაერთიანებთ
- +

23 იანვარი. 2024. 14:57

 

 

გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არჩეული, მეთოდურად მივყვებით ამ პოლიტიკას, ვძლიერდებით, ეკონომიკურად ფეხზე ვდგებით, მყარ დემოკრატიას ვქმნით და მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებებით საქართველოს უახლოეს მომავალში გავაერთიანებთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი გზა ევროპისკენ და NATO-სკენ არ გადის სამხედრო კონფრონტაციაზე რუსეთთან. ეს უნდა გაიგოს ყველამ - მაკფალმა, თუ სხვა კეთილის მსურველმა ერთხელ და სამუდამოდ. უდიდესი სისხლი გავიღეთ ჩვენ ამ ბრძოლებში და კმარა სისხლის ღვრა საქართველოში. გვაქვს ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა არჩეული, მეთოდურად მივყვებით ამ პოლიტიკას, ვძლიერდებით, ეკონომიკურად ფეხზე ვდგებით, მყარ დემოკრატიას ვქმნით და მიგვაჩნია, რომ ამ ღირებულებებით საქართველოს უახლოეს მომავალში გავაერთიანებთ“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

„ხალხის ძალა“ კვლავ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მოძრაობის წევრები მორიგ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც სალომე ზურაბიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთანხმებაზე საუბრობენ. ამასთან, წერილში პარალელია გავლებული აგვისტოს ომსა და რუსეთ-უკრაინის ომს შორის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner