logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ხაბეიშვილს მივუმატოთ მელია, გამოვაკლოთ გვარამია, გავამრავლოთ დეკანოიძეზე, გავყოთ გოცირიძეზე, მივიღებთ ხუთ ნომერს
- +

23 იანვარი. 2024. 15:03

 

 

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გადაჯგუფებას არანაირი აზრი არ აქვს.

 

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციაში რაც არ უნდა გადააადგილონ, რა განტოლებაც არ უნდა შემოიტანონ, საბოლოო ჯამი არის ხუთი ნომერი.

 

„ოპოზიციის გადაჯგუფებას არანაირი აზრი არ აქვს. ხაბეიშვილს მივუმატოთ მელია, გამოვაკლოთ გვარამია, გავამრავლოთ დეკანოიძეზე, გავყოთ გოცირიძეზე, მივიღებთ ხუთ ნომერს. ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციაში რაც არ უნდა გადააადგილონ, რა განტოლებაც არ უნდა შემოიტანონ, საბოლოო ჯამი არის ხუთი ნომერი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ოპოზიცია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს, თუმცა მათი ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. ცალკე აღებულ პარტიებს, რომ არჩევნებში მოგების შანსი დაბალი აქვთ, ამას თავადაც აღიარებენ. გაერთიანების მიზნით ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ პროცესში მონაწილეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც აღიარებს, რომ მას საკუთარ თავს ყველაზე მეტად ნიკა გვარამიასთან და პარტია „ლელოსთან ხედავს“. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და მათი ყველა მცდელობა მარცხისთვის განწირულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner