logo_geo
eng_logo
გიორგი ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე: ხელისუფლების დასამარცხებლად ამომრჩევლებს უნდა შესთავაზო სიახლე და სად ხედავთ აქ სიახლეს? ვინ არის ახალი სახე?
- +

23 იანვარი. 2024. 15:04

 

 

„ხელისუფლების დასამარცხებლად ამომრჩევლებს უნდა შესთავაზო სიახლე და სად ხედავთ აქ სიახლეს? ვინ არის ახალი სახე?“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„თუ ვინმეს სურს ხელისუფლების დამარცხება ნებისმიერ ფორმაციაში, სახელმწიფოში, წყობაში, არსებობს ამის მარტივი ფორმულა. უნდა შესთავაზო ამომრჩევლებს სიახლე და თქვენ სად ხედავთ აქ სიახლეს? ვინ არის ახალი სახე, გვარამია? ავაზაკი პროკურორი, ადეიშვილის ხელისბიჭი, სააკაშვილის ყველა მანიაკური და ავაზაკური სურვილების ბრმა აღმსრულებელი. მელია, პასუხისგებაში მიცემული, გირაოს ქვეშ გამოშვებული, ასევე ავაზაკი, რომელიც ბანკების გაკოტრებით იყო დაკავებული. შემიძლია, ეს სია უსასრულოდ ჩამოვთვალო“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

ოპოზიცია კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს, თუმცა მათი ყველა მცდელობა ამ დრომდე უშედეგო აღმოჩნდა. ცალკე აღებულ პარტიებს რომ არჩევნებში მოგების შანსი დაბალი აქვთ, ამას თავადაც აღიარებენ. გაერთიანების მიზნით ოპოზიციაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ამ პროცესში მონაწილეობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც აღიარებს, რომ საკუთარ თავს ყველაზე მეტად ნიკა გვარამიასთან და პარტია „ლელოსთან“ ხედავს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს და მისი ყველა მცდელობა მარცხისთვის განწირულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner