logo_geo
eng_logo
მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს „Madrid Fusión“ დაიპყრობს
- +

23 იანვარი. 2024. 16:21

 

 

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი „Madrid Fusión“ საქართველოს  შესახებ Facebook გვერდზე მორიგ  პოსტს აქვეყნებს.  „მთებიდან ზღვამდე ქართული სამზარეულო მადრიდის გასტრო კონგრესს „Madrid Fusión“ დაიპყრობს. აღმოაჩინეთ ჩვენი სტუმარი ქვეყნის გასტრონომიული არსი. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“. 

 

29-31 იანვარს საქართველო „Madrid Fusión 2024“-ზე სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

 

სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე  ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

 

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს   ქართველი შეფ-მზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner