"საქართველოს ეკლესიასთან, დედაეკლესიასთან, საქართველოს პატრიარქთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც მოიგებს. ეს არის მკაფიო," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„მინდიაშვილი იქნება, ბერძენიშვილები იქნებიან, თუ დები და ძმები მათნი, ესენი ბოლშევიზმის წამხალისებლები არიან და ამას ყველა ხედავს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.
„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია. რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კი საპატრიარქოს და პატრიარქს სტალინისტები უწოდა.