logo_geo
eng_logo
ალუდა ღუდუშაური: საქართველოს ეკლესიასთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც მოიგებენ
- +

23 იანვარი. 2024. 20:21

"საქართველოს ეკლესიასთან, დედაეკლესიასთან, საქართველოს პატრიარქთან ბრძოლა არავის მოუგია და ვერც მოიგებს. ეს არის მკაფიო," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

 

 

„მინდიაშვილი იქნება, ბერძენიშვილები იქნებიან, თუ დები და ძმები მათნი, ესენი ბოლშევიზმის წამხალისებლები არიან და ამას ყველა ხედავს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

 

 

„სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯაშუშად, ხოლო ეკლესია დეგრადირებულად მოიხსენია. რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კი საპატრიარქოს და პატრიარქს სტალინისტები უწოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner