"არიან იმ კატეგორიის ადამიანები, რომელთა იდეოლოგია გადის იმაზე, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, ეროვნული ტრადიციები შემაფერხებელია ქვეყნის განვითარებისთვის," - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს მავნე იდეა უდევთ თავში - როგორც ნაცებს უნდოდათ ახალი ქართველის შექმნა, როგორც ბოლშევიკებს უნდოდათ ახალი ქართველის შექმნა და ამისთვის, პირველ რიგში, ეკლესიების შევიწროებით, დანგრევით და დემონიზაციით იწყებდნენ თავიანთ პოლიტიკას“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.