logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მინდა ყველას შევახსენო, ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა და რუსეთი გამტყუნებულიყო
- +

23 იანვარი. 2024. 21:01

"მე არ მიმაჩნია სწორედ, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ, ვინაიდან საქართველოში ისეთი ვითარებაა შექმნილი, რომ ეს აუცილებლად განხილული იქნება, როგორც პოლიტიკური სპეკულაცია," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ინიციატივას, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებული შესაძლო დანაშაულები გამოძიებული იყოს.

 

 

„თუმცა, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამის მომხრე იქნებოდა. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ საკმაოდ დიდი და სერიოზული ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ საერთაშორისო სასამართლოების დონეზე ჩვენი სიმართლეც დაგვემტკიცებინა, რუსეთიც გამტყუნებულიყო და არამარტო სტრასბურგმა, არამედ ჰააგის სასამართლომაც დაადასტურა ეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

„ხალხის ძალა“ 2008 წლის ომთან დაკავშირებულ შესაძლო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ბევრი კითხვა ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესახებ, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner