logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: გახარიამ და ნაცმოძრაობამ გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ
- +

23 იანვარი. 2024. 21:56

"გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, „ლელოც” და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ," -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

 

მისი თქმით, ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც იხილოს საზოგადოებამ მსგავსი “დაპირისპირება”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციური სპექტრი ადვილად იშიფრება და ქართველი ხალხისთვის გახარიას პარტიაც, “ლელოც” და სხვებიც მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება, გადაწყვიტეს პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ ხალხს და ურთიერთდაპირისპირება გაითამაშონ.

 

 

ვთქვათ და დავიჯერეთ, რა ვუყოთ საკრებულოებში მათ ერთობას? როგორ დავივიწყოთ ის ორკესტრირებული შეტევა ხელისუფლებაზე, რასაც მთელი ამ განვლილი პერიოდის მანძილზე აწარმოებდნენ და დღემდე აგრძელებენ?

 

 

იმდენად მარტივი პოლიტიკური თამაშია, რომ არავინ დაიჯერებს. ხვალ შეიძლება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორისაც ვიხილოთ მსგავსი “დაპირისპირება”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთ პლატფორმაზე დგას. ხალხისთვის ეს არის გადამწყვეტი და არა ამ პარტიების სახელები”, - წერს ჩიბურდანიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner