logo_geo
eng_logo
გურიის გუბერნიაში სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:05



გურიის გუბერნიაში გუბერნატორის გია სალუქვაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან არსებული სათათბირო ორგანოს: სამხარეო - საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.


საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე გააკეთეს 2016 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის ანალიზი; განიხილეს გურიის რეგიონის სამოქმედო გეგმის 6 თვის მონიტორინგის შედეგები (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დასაფინანსებელი პროექტების ნაწილში), სასარგებლო წიაღისეულის მოვოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების პროცედურის საკითხი, 2017 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მდგომარეობა, გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმა (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დასაფინანსებელი პროექტების ნაწილში), მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული სხვა მიმდინარე საკითხები და საჭიროებები.


სამხარეო - საკონსულტაციო საბჭო იქმნება და საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით" დადგენილი წესით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner