ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა განაცხადა, რომ რთული იქნება უნგრეთის დარწმუნება, მხარი დაუჭიროს უკრაინისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ეს რთულია. მე კარგად ვიცნობ ვიქტორ ორბანს. მისი დარწმუნება ადვილი არ იქნება. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით, რონ ჩვენ თუ არ დავუჭერთ მხარს უკრაინას, ვინ იქნება შემდეგი, ვინც რუსეთის შემოჭრას დაუპირისპირდება", - აღნიშნა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ქსავიე ბეტელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური დახმარება.