სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ცხოვრება აბსოლუტურად ნორმალურია და ომი არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ოთხშაბათს უკრაინას ვიზიტით ეწვევა. რობერტ ფიცო ქალაქ უჟჰოროდში თავის უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალს შეხვდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიზანშეწონილი ხომ არ იქნებოდა კიევში გამგზავრება, რობერტ ფიცომ უპასუხა:
"სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია, არასერიოზულად ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება".