logo_geo
eng_logo
თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი დაამტკიცა
- +

24 იანვარი. 2024. 01:31

თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ France 24 ავრცელებს.

 

 

მას შემდეგ, რაც თურქეთმა შვედეთს ნატოში გაწევრიანების გზაზე მწვანე შუქი აუნთო, შვედეთის ნატოში გაწევრიანების დამაბრკოლებელ ფაქტორად მხოლოდ უნგრეთი რჩება.

 

 

გასული წლის 27 დეკემბერს, თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს.

 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის 23 ოქტომბერს წარუდგინა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner