logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
- +

13 სექტემბერი. 2016. 15:09



 „არგენტინის სახლი საქართველოში"  თავმჯდომარე ნიკოლოზ პატარქალიშვილი  ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მიმართვს.


როგორც პატარქალიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „არგენტინის სახლი საქართველოში" „ქართუ ფონდს" სთხოვს მხარდაჭერას რამდენიმე ღონისძიების განხორციელებაში.


„ბატონო ბიძინა, გასული წლის 22 ნოემბერს, თქვენთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ  ჩვენი პროექტის განხორციელების მიზნით,  „ქართუ ფონდში" საქმის კურსში ჩააყენებდით  ბ-ნ ნიკა ჩხეტიანს. აგრეთვე, ვიცე-პრემიერს ბ-ნ კახი კალაძეს.  

შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის „მერკოსურის" - არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის - ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული თანამშრომლობის განვითარებას.

 „არგენტინის სახლი საქართველოში" თავის მხრივ,  სრულ მზადყოფნას გამოთქვამს,  თქვენი  „ქართუ ფონდის" მხარდაჭერის შემთხვევაში ა/წ ოქტომბერში ან ნოემბერში  განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები :

1. სამხრეთ ამერიკის „მერკოსურის" - არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის - ქვეყნებისბიზნეს ფორუმი (სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და თბილისში);

2. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი „პელეს თასზე", არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის  ახალგაზრდული ნაკრები გუნდების მონაწილეობით;

3. პელეს ვიზიტი (თბილისში, მცხეთაში და სიღნაღში);

4. ხუთფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის პრეზენტაცია - 1965 წელს ბრაზილიისა და სსრ კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური თამაშის შემდეგ  გადაღებული ფოტოს მიხედვით, რომელშიც აღბეჭდილი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, მიხეილ მესხი და ანზორ კავაზაშვილი;

5. „მერკოსურის"  ქვეყნების ხალხური ცეკვის ანსამბლებისა და მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობა ტურნირის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიაში.

 

ღონისძიებების პროგრამა და ხარჯთაღრიცხვა „არგენტინის სახლი საქართველოში          მიერ   გაგზავნილია „ქართუ ფონდში"  ჯერ კიდევ  გასული წლის 30 ნოემბერსა და  ა/წ 28 მარტს, რომელიც მიღებული აქვს „ქართუ ფონდის" იურისტს, ქ-ნ ნინო კიკნაძეს. ღონისძიებების საბოლოო ხარჯთაღრიცხვა შეადგენს - 2 109 484 აშშ დოლარს. 

 

ბატონო ბიძინა, ჩვენს მიერ არაერთხელ საჯაროდ გაცხადებულია ამ  მსოფლიო და ისტორიული მნიშვნელობის  ღონისძიებების თაობაზე, რომელსაც იხილავენ მსოფლიოს ქვეყნები. აღნიშნულ ღონისძიებებში უმთავრესი ადგილი უკავია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტერეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული და მსოფლიო ფეხბურთის განვითარების საქმეში.

აღნიშნულ ღონისძიებებზე  დასასწრებად „მერკოსურის" ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოვლენ, ფეხბურთის გულშემატკივრები და  სხვადასხვა ოფიციალური პირები.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნების გაცნობასა და შემდომ თანამშრომლობა-მეგობრობას.

ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი  ღონისძიებების განხორციელებისათვის,  კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გადაგვიწყვიტოთ დაფინანსების საკითხი და პასუხი გვაცნობოთ  დაუყოვნებლივ",- ნათქვამია მიმართვაში. 


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner