logo_geo
eng_logo
კახა კალაძემ დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა
- +

24 იანვარი. 2024. 11:27

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება.

 

„სპორტული ტრადიციების შენარჩუნება, გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი ქვეყნის ძლიერი მომავლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სპორტის განვითარების წინაპირობას კი სწორედ ქალაქის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს და მინდა, მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს დედაქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა თუ რეაბილიტაციის მიმართულებით. აქვე მოგახსენებთ, რომ მათი უმეტესობა უკვე დასრულების ეტაპზეა და მოქალაქეები მიმდინარე წლიდან შეძლებენ ისარგებლონ სპორტული სერვისებით.

 

ვაზისუბნის დასახლებაში და დიდი დიღმის IV მკ/რ-ში დასრულდა ღია ტიპის სკეიტ-მოედნების მოწყობის სამუშაოები, ასევე ვაზისუბანში სრულდება ფეხბურთის მოედნის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნება.

 

დასრულდა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე სამი პადელის მოედნის სამშენებლო სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. პადელის მოედნები გაიხსნება მიმდინარე წლის თებერვალში.

 

დასრულდა გლდანის საცურაო აუზის რეაბილიტაცია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.

 

დასრულების ეტაპზეა ლადო ასათიანის ქუჩის N50-ში მდებარე სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ტრენაჟორებისა და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

 

სრულდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სამგორის ფილიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფილიალი სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს მიმდინარე წლის გაზაფხულზე.

 

2023 წელს დასრულდა დიდ დიღომში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, ასევე ავეჯისა და ტრენაჟორების შესყიდვა. ამჟამად მიმდინარეობს II ეტაპის სამუშაოები, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება.

 

დასრულების ეტაპზეა ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი, მარტში დაიწყება სამუშაოების II ეტაპი. მიმდინარეობს ავეჯის და ინვენტარის შესყიდვა. ცენტრი გაიხსნება მიმდინარე წლის ზაფხულში.

 

სოფელ დიდ ლილოში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე.

 

დასრულების ეტაპზეა ვერის კორტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

 

მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის.

 

იგეგმება მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნის საფარის შეცვლა;

 

მომზადდა სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო პროექტი დიღმის მასივში, მე-3 კვარტალში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი კომპლექსის მშენებლობისთვის.

 

მიმდინარეობს თანხების მოძიება: თემქის კომპლექსის რეაბილიტაციისთვის; ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრის რეაბილიტაციისთვის; ედელვაისის მოედნის რეაბილიტაციისთვის; ისანში გადახურული სკეიტ-მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner